Tuesday, September 16, 2014

პროექტის პორტფოლიო

მერვე დღის რეფლექსია

გავაგრძელე მუშაობა სასწავლო გეგმის შაბლონზე:


  •  შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები და შევიტანე სასწავლო გეგმაში
  • განვსაზღვრე თემისთვის საჭირო  მასალები და ავღნიშნე სასწავლო გეგმაში

ასე თუ ისე დასასრულს უახლოვდება სასწავლო გეგმაზე მუშაობა :)



  • დავასრულე სტუდენტის ნაშრომზე მუშაობა
  • დავიწყე საკუთარი პრეზენტაციის მომზადება.

დღეს მეცადინეობის ბოლო დღე იყო. :( ცოტა არ იყოს მწყდება გული.. ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი იყო მიმდინარე ტრენინგი. ბევრი საჭირო სიახლე გავიგე, რომლებსაც აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში.

დიდი მადლობა ბატონ გიორგის საინტერესო მეცადინეობების და დაუღალავი შრომისთვის!

წინ დიდი დღე გვაქვს... პრეზენტაცია გველოდება... აბა თქვენ იცით...

ყველას წარმატებას გისურვებთ!!!

Friday, September 12, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია:

  • სასწავლო პროექტის გეგმაში შევიტანეთ შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები და მოსწავლეების ამოცანები/ სწავლის შედეგები
  • გავეცანით ბლუმის ტაქსონომიას
  • განვიხილეთ აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევები 
  • დავიწყეთ სტუდენტის ნაშრომზე მუშაობა
  • დაავასრულეთ სასწავლო პროცედურების აღწერა

ბოლო რეფლექსიის დასრულება მხოლოდ მე და ირმამ მოვასწარით, რადგან შესვენების გარეშე ვიმუშავეთ.
მართლაც სამუშაო გარემოა, წვიმს და გრილა

Wednesday, September 10, 2014

მეხუთე-მეექვსე დღის რეფლექსია


  • დავასრულე ბუკლეტზე მუშაობა
  • ავითვისე გუგ დრაივის მეშვეობით დოკუმენტების ატვირთვა ინტერნეტში
  • შევისწავლე გუგლ დოგს და გუგლის სხვა პროგრამები ონლაინ მუშაობისათვის
  • ავტვირთე საკუთარი ბუკლეტი ინტერნეტში დრაივის საშუალებით და გავაზიარე ჩემს ბლოგზე
  • დისკუსიის სახით განვიხილეთ და შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
  • გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა

ძალიან საინტერესო დღე იყო და ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი ავითვისე, რასაც გამოვიყენებ პრაქტიკაში


დიდი მადლობა ბატონო გიორგი საინტერესო მუშაობისთვის

ბუკლეტი

იხილეთ ჩემი პროექტის ბუკლეტი

Wednesday, July 30, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია


  • შევავსეთ ელექტრონული ფორმა
  • შევისწავლეთ ბუკლეტის შექმნა
  • შევქმენით ბუკლეტები
  • ვისწავლეთ ტექსტ ბოქსების რედაქტირება
  • ვისწავლე დრაივით ფაილის ატვირთვა და ბლოგზე გაზიარება

ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი დღე.
დიდი მადლობა ბატონო გიორგი