გავაგრძელე მუშაობა სასწავლო გეგმის შაბლონზე:
- შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები და შევიტანე სასწავლო გეგმაში
- განვსაზღვრე თემისთვის საჭირო მასალები და ავღნიშნე სასწავლო გეგმაში
ასე თუ ისე დასასრულს უახლოვდება სასწავლო გეგმაზე მუშაობა :)
- დავასრულე სტუდენტის ნაშრომზე მუშაობა
- დავიწყე საკუთარი პრეზენტაციის მომზადება.
დღეს მეცადინეობის ბოლო დღე იყო. :( ცოტა არ იყოს მწყდება გული.. ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი იყო მიმდინარე ტრენინგი. ბევრი საჭირო სიახლე გავიგე, რომლებსაც აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში.
დიდი მადლობა ბატონ გიორგის საინტერესო მეცადინეობების და დაუღალავი შრომისთვის!
წინ დიდი დღე გვაქვს... პრეზენტაცია გველოდება... აბა თქვენ იცით...
ყველას წარმატებას გისურვებთ!!!
No comments:
Post a Comment